ღია საკანალიზაციო მილი რაბათის ციხესთან – ახალციხე

ღია საკანალიზაციო მილი რაბათის ციხესთან – ახალციხე


ღია საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის ნარჩენები ახალციხეში ხარისჩირაშვილის ქუჩაზე გადის, შვიდი წელია გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

დაბინძურებული წყალი და კანალიზაციის ნარჩენები ჭაობში გროვდება, ხევში ჩაედინება და საბოლოოდ მდინარე ფოცხოვში შედის. ამ ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაქტიურად 15-20 მეტრში, დაახლოებით ათი ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა უსიამოვნო სუნს, ასევე მწერების და ქვეწარმავლების რაოდენობის მატებას უჩივის.

თითქმის ხუთი წელია, პასუხისმგებელი სტრუქტურების წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ კომენტარს აკეთებენ და ვერ სთავაზობენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

რა გავარკვიეთ აქამდე: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოთხდღიანი ლოდინის შემდეგ განაცხადა, რომ რაბათის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი მათ იურისდიქციაში არ არის და გვირჩია, დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტის მერიას.

ჯერ ვერ დადგინდა, ადრე ჩატარდა თუ არა სამუშაოები მილსადენის აღდგენის მიზნით, თუ იგეგმება თუ არა ტერიტორიის მოწესრიგება.

ვინ არის პასუხისმგებელი პრობლემის გადაჭრაზე და რატომ არ მოგვარებულა იგი დღემდე? ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტის მაგდა პოპიაშვილის თქმით, მიზეზი არაეფექტური მართვის სისტემაა.

ამჟამად მუნიციპალიტეტების ზოგიერთ რაიონს და სოფელს „წყალმომარაგების კომპანია“ ემსახურება, ზოგს კი ადგილობრივი ხელისუფლება. პოპიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს – წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მართვის უფლებამოსილება მთლიანად მუნიციპალიტეტებს გადაეცეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კომპანია „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და კანალიზაცია“ კი 900 000 ლარამდეა.