საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის ახალქალაქის სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი საუკეთესოდაა აღიარებული

საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის ახალქალაქის სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი  საუკეთესოდაა აღიარებული


ფეხბურთი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სპორტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

საქართველოს მოყვარულთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ვერძია ჯიბლაძემ ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ საგანგებო შემაჯამებელ სხდომაზე ახალქალაქი სამოყვარულო ფეხბურთში საუკეთესოდ აღიარა,  რისთვისაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტს სამოყვარულო ფეხბურთში მისი წარმატებების დამადასტურებელი სპეციალური საჩუქარი-სიმბოლო გადასცა.