ახალციხეში კერძო შენობას ხანძარი გაუჩნდა – ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

დღეს ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუცაზე მდებარე კერძო შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილზე სწრაფად მივიდა და ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობი რჩება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.