ახალქალაქის კულტურის სახლის რემონტი გრძელდება

ახალქალაქის კულტურის სახლის რემონტი გრძელდება


ახალქალაქის კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის სრული რემონტი გრძელდება.

ფანჯრები და კარებები მთლიანად შეცვლილია. ძველი  ფანჯრების ნაცვლად ახალი, თანამედროვე ფანჯრებია დამონტაჟებული. სრულად განახლდება სველი წერტილები, განათება და ჭერი.

ბიბლიოთეკაში ასევე მიმდინარეობს ოთახების რემონტი და კოსმეტიკური რემონტი. შენობას ექნება ახალი საკონცერტო დარბაზი, რომელიც 100 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სარემონტო სამუშაოებს ორგანიზაცია „აბული“ ახორციელებს. თანამშრომლები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

რემონტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. სამუშაოებს პირადად აკვირდება ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი.