ფაშინიანმა და რუბიომ სომხეთ-აშშ სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონული დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან იუწყებიან, მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე რეგიონული დღის წესრიგის საკითხები. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მდივანს წარუდგინა მოლაპარაკების პროცესები, რამაც გამოიწვია შეთანხმება „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ შეთანხმების პროექტზე.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პროექტი ხელმოწერის მოლოდინშია. წყაროს ცნობით, თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მაღალი დონის სომხეთ-აშშ კონტაქტებს.