სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო


სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო.

მისი ინიციატორია სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეას განსახილველად წარდგენოდა.

კანონპროექტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა.