შტორმის გამო ქერჩის სრუტეში ორი ტანკერი ჩაიძირა
რუსეთსა და ყირიმს შორის ქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერი „ვოლგონეფტი 212“ და „ვოლგონეფტი 239“ ჩაიძირა. ორ მათგანს ეკიპაჟის 13 და 14 წევრი ჰყავდა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა.
განახლებული მონაცემებით, ავარიულ ტანკერებში დაახლოებით 9,2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი იყო, იუწყება რია ნოვოსტი.
Rosmorrechflot-მა ასევე განმარტა, რომ ავარია შავ ზღვაში მოხდა შტორმის გამო, რასაც ნავთობის გაჟონვა მოჰყვა და მის აღმოსაფხვრელად ზომები მიიღება.