დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელბეს.
მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და იმ მზადყოფნას, რომელიც გამოვხატეთ ორივე მხარემ იმისათვის, რათა არსებული კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ურთიერთობები თვისებრივად ახალ დონეზე გადავიდეს და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.