თურქეთისა და პოლონეთის ელჩები ქალაქ ვალეში სტალინის ქუჩის სახელის შეცვლის იდეაზე საუბრობენ


თურქეთისა და პოლონეთის ელჩები ახალციხეში, ქალაქ ვალეში სტალინის ქუჩის სახელის შეცვლის იდეაზე საუბრობენ. მათი თქმით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „გაოცებას იწვევს  ვალის ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღემდე ატარებს სტალინის სახელს“.

პოლონეთის ელჩის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, სიმბოლური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ საქართველოში სტალინის სახელთან დაკავშირებული ქუჩები და მუზეუმი შეიცვლება.

ელჩებმა აღნუშნული საკითხი განიხილეს თბილისში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც  რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის  და საბჭოთა სიმბოლიკის საკითხებზე იმსჯელეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში ქუჩას სახელის შეცვლა თუ არა, მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს და არა უცხო ქვეყნის ელჩებმა. მისი თქმით, ამ საკითხზე მასთან მიმართვა არ ყოფილა და არსებობის შემთხვევაში, ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ.