ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართება

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართება


ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა სახელწოდებით “ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივები არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე“ გაიმართება.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ცნობით, ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაცია და საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა.

„აღნიშნულ ღონისძიებაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე განხილული იქნება როგორც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაციის საჭიროება ასევე ახალ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, დიპლომატიური მისიის და კერძო სექტორის წარმომადგენლები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება ხვალ, 16 მარტს 11:00 საათიდან-13:00 საათამდე გაიმართება.