ახალციხის ცენტრალური ქუჩების გზების ასფალტის საფარი დაზიანებულია

ახალციხის ცენტრალური ქუჩების გზების ასფალტის საფარი დაზიანებულია


ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული საგზაო ხიდის ასფალტის საფარი  დაზიანებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდა გადაადგილების პრობლემისა, იქმნება  ტრანსპორტის დაზიანების საფრთხეც. ქალაქის სხვადასხვა უბანში გზები აქტიურად იგება, თუმცა მათ შეკეთება მალევე სჭირდება.

რამდენი საავტომობილო  გზა დაიგო და რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია   ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში 2018-2021 წლებში?

ამ ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ახალციხის მუნიციპალიტეტს დავუკავშირდით. ჩვენი რედაქცია დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯა თითოეული პროექტისთვის და  რომელმა კომპანიამ განახორციელა ისინი. კითხვებზე პასუხები ჩვენთვის უცნობი დარჩა.

ახალციხის მერიიდან მიღებულ წერილში მიგვითითებდნენ, რომ მოთხობნილი ინფორმაცია შეგვეძლო გვენახა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. „მერიისგან საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე მსგავსი პასუხი ნიშნავს, რომ მათ თავი აარიდეს მოთხოვნილი პასუხის გაცემას“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს”  რეგიონალური კოორდინატორი თამუნა უჩიძე.

ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან გზების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის .

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისმერია  640 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს.